GRW Wine

Georgia Royal Wine

ეს არის პროდუქტი მცირე საოჯახო ბიზნესიდან ლამაზი სახელწოდებით Georgian Royal Wine (ქართული სამეფო ღვინო), რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების მწარმოებელი არის. კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, რომელიც ლეგენდარული კახური ტექნოლოგიით არის განპირობებული და ის არ გამოიყენება არცერთ სხვა ქვეყანაში. Georgian Royal Wine (ქართული სამეფო ღვინო) დაარსდა 2011 წელს, გიორგი კუპრეიშვილისა და მემკვიდრეობითი მეღვინე რევაზ ყარალაშვილის ოჯახის მიერ. კომპანია ტრადიციული მეთოდების გამოყენებით მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს აწარმოებს. ყარალაშვილების ოჯახის რამდენიმე თაობა, დიდიხანი მუშაობდა იმისთვის, რომ  შეექმნათ განსაკუთრებული ღვინო. შესაბამისად, ამ ბრენდის დამაარსებელი ამბობს, რომ ღვინისადმი სიყვარული მას სიხსლში აქვს.კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა. და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობას.  ასევე მწარმოებელი გთავაზობთ თიხის ქვევრის ღვინოებს, რომელიც დამზადებულია უძველესი ტრადიციული ტექნოლოგიის დაცვით და ის არ გამოიყენება არცერთ სხვა ქვეყანაში. კომპანიის სახელწოდება სიმბოლოა გვარის წარმომავლობის. ყარალაშვილების გვარი უძველესი დიდი თავადების ოჯახიდანაა, ღვინის ეტიკეტიზეც ყარალაშვილების გერბია გამოსახული

GRW

Georgia Royal Wine

GRW-ს მიერ წარმოებული ღვინო მოიცვს ქარხნული დამუშავების სრულ ციკლს. ღვინის ქარხანა გაშენებულია ყარალაშვილების მამულში, რომელსაც გარს აკრავს მოწესრიგებული ვაზის რიგები. 

 

 

წარმოება

 

კომპანია GRW აწარმოებს ღვინოების რამოდენიმე ვარიაციას. მათ შორისაა ლეგენდარული წიტელი ღვინოები ისეთები, როგორიცაა მუკუზანი, საფერავი, ფიროსმანი, ქინძმარფაული, ხვანჭკარა, ხოლო თეთრი ღვინოებიდან წინანდალი, რქაწითელი, ალაზნის ველი., ქისი, მწვანე

ეგზოტიკისა და ესთეთიკის მოყვარულთ მწარმოებელი გთავაზობთ თიხის ქვევრის ღვინოებს, რომელიც დამზადებულია უძველესი ტრადიციული ტექნოლოგიის დაცვით.

GRW-ს წითელი ღვინოები ხასიათდება ინტენსიური ბროწეულის ფერით და გამოხატული ჯიშური ბუკეტით, რომელშიც დომინირებს ჟოლოს და ნუშის ნოტები, სასიამოვნი სიმწლარტის დარიჩინისა და მიხაკის სურნელი.

GRW-ს თეთრი ღვინოები - ეს არის ჩალისფერი დახვეწილი, მსუბუქი, გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ხასიათდება მსუბუქი მჟავიანობითა და მინდვრის ყვევილების ნოტებით და ხილის არომატით.

GRW

Georgia Royal Wine

ჩვენი ვენახები

კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახის ბაღები ძირითადად გაშენებულია ყვარლის რაიონში. მათი უმეტესი ნაწილი მდებარეობს სპეციფიკურ მიკრო–ზონებში. 

16 ჰექტარზე გაშენებულია ყურძნის ჯიში „მწვანე“, 15ჰექტარზე ყურძნის ჯიშები „ქისი“ და „რქაწითელი“, ქინძმარაულის მიკრო–ზონაში 62 ჰექტარზე გაშენებულია საფერავის ჯიშის ვაზი, რომლისგანაც მზადდება წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“.

2018 წლის მდგომარეობით საკუთარი ვენახებიდან მოსავალს ვიღებთ 93 ჰექტარი ვაზის ბაღებიდან, ხოლო 2020 წლისთვის საწარმოს საკუთრებაში იქნება 125 ჰექტარი ვენახი. 

 
1 +

Georgia Royal Wine

1 %

Georgia Royal Wine

ექსპორტი

ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 80 პროცენტი განკუთვნილია უცხოურ ბაზარზე რეალიზაციისთვის.წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, რომლებშიც ვახორციელებთ ექსპორტს.

ესქვეყნებია: იაპონია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჰონკონგი, ყაზახეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, რესპუბლიკა ბელარუსი, ლიტვის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები.

+ 995 555 97-21-98 & +995 571 11-92-92

საქართველო, 4800, ყვარელი, მათიკაშვილის ქ.#55

18+ *ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ვნებს თქვენს ჯანმრთელობას